საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომაერე ზაზა ხატიაშვილმა ვარშავაში პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის შენობაში საკართველოს ადვოკატთა კორპუსის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე

27 ოქტომბერი 2014

საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა  ხატიაშვილმა   ვარშავაში  პრესკონფერნცია გამართა.  ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, იგი შეშფოთებულია საქართველოში ადვოკატებზე განხორცილებული ძალადობის ფაქტებით, რომელსაც  არა   აქვს დასასრული.  იმის გამო,  რომ  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს  სააკაშვილის  ხელისუფლების გზას ადვოკატებთან მიმართებაში, ზაზა ხატიაშვილი აგრძელებს  პერმანენტულ  ბრძოლას ადვოკატების ინსტიტუციური დევნის შეწყვეტის მიზნით.  ზაზა ხატიაშვილმა შეხვედრაზე მიმოიხილა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ალდო ბალგარელის წერილები საქართველოს  ხელისუფლებასთან  მიმართებაში და აღნიშნა,  რომ მიუხედავად  იმისა,  რომ ევროპის  ადვოკატთა  ასოციაციის პრეზიდენტი,   რომელიც  წარმოადგენს  ერთ  მილიონზე მეტ  ევროპელ  ადვოკატს, სთხოვს საქართველოს  ხელისუფლებას ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას,  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  არანაირი  რეაგირება არ ხდება,  რაც არის  ქვეყანაში მოახლოებული  დიქტატურის მაჩვენებელი.

ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე      ჟურნალისტებს  მიმართა  ,,დამისახელეთ  ქვეყანა,  სადაც  ადვოკატს დაიბარებენ  პროკურატურაში მტკიცებულების გაცვლის მიზნით  და  პროკურორი  ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს.  აღნიშნული ფაქტის შესახებ საქართველოში ყველა ინფორმირებულია. თუმცა, პროკურორი ბაჩიაშვილი  მაინც თავის ადგილზეა,  არის  თუ არა ეს ფაქტი  ადვოკატის დევნა? ვინაიდან  ხელისუფლებამ  არ  გამოიძია   პროკურორის მიერ ადვოკატის ცემის  ფაქტი,  დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ჩინოვნიკები   უკვე გადავიდნენ  ქალბატონი ადვოკატების შეურაცხყოფაზე,  გორში   სასამართლოში    მისულ ადვოკატ  ნონა კირთაძეს,  რომელიც არის აფხაზეთიდან  ლტოლვილი ადვოკატი, სამი შვილის დედა თავს დაესხა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა ბერძენიშვილი.  ადვოკატი შეუძლოდ შეიქნა,  ჩავარდა კომაში   და მხოლოდ  გამოძახებულმა  სასწრაფო  დახმარების სამსახურმა  მოასულიერა.  ადვოკატმა ვერ შეძლო თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელება.  ამჯერად გოგა ბერძენიშვილი კვალავ ფინანსურ პოლიციაში მუშაობს. მიუხედავად ჩემი საჩივრებისა მთავარმა პროკურატურამ არ დასაჯა არც პროკურორი ბაჩიაშვილი და არც ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი  გოგა  ბერძენიშვილი.  ორი  კვირის წინ დააკავეს რეგიონში  მოღვაწე ადვოკატი  ჯეიხუნ  მამედოვი,  რომელსაც  წაუყენეს   ბრალი მიწის  ნაკვეთის არასწორი რეგისტრაციის გამო  ისე, რომ საჯარო რეესტრის  არც ერთი  თანამშრომელი     პასუხისგებაში არ არის მიცემული,  ამ საქმესთან  დაკავშირებით  გამომსვლელმა   პროკურორმა  სასამართლო  პროცესზე  განაცხადა:  ,,ჯეიხუნ მამედოვი იმიტომ უნდა დაისაჯოს რომ ადვოკატიაო“. პირველად საქართველოში  დაფიქსირდა  პროკურატურის  მხრიდან,   რომ თურმე  საადვოკატო  საქმიანობა  ყოფილა  დამამძიმებელი გარემოება.  ეს არ  ხდება  თვით   ბელორუსიაშიც   კი.   მოსამართლემ   ადვოკატი   გირაოს  სახით გაათავისუფლა,  მაგრამ ის  ფაქტი,  რომ ადვოკატი დააკავეს  საქმეზე,  რომელიც  არის სამოქალაქო დავის  საგანი შემაშფოთებელია.   როგორც  ადვოკატთა ასოციაციის თვმჯდომარემ  გავარკვიე, რომ  ადვოკატი ჯეიხუნ მამედოვი,  რომელიც არის ეთნიკური  უმცირესობის  წარმომადგენელი, იცავს  ყაჩაღობაში  ბრალდებულ  მოქალაქეს   და  ცდილობს მისი უდანაშაულობის  დამტკიცებას, იმისათვის, რომ  პროკურატურამ  შეაჩეროს მამედოვი, მოხდა მისი დაკავება, რაც  ამაზრზენი ფაქტია.   ორი თვის წინ, ახალციხეში  დააკავეს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი,  რომელიც  თავისი ტელეფონით იღებდა პოლიციელის მიერ  მოქალაქეების  შეურაცხყოფის  ფაქტს.    პოლიციამ  ადვოკატს  წაართვა  ტელეფონი  და წაუშალა  გადაღებული მასალა,  შემდეგ კი დააკავა.  სასამართლომ შეწყვიტა ადვოკატის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე და ადვოკატი გამართლდა.  მიუხედავად იმისა, რომ  არსებობს სასამართლოს   გადაწყვეტილება,  რომ  განხორციელდა ადვოკატის უკანონო დაკავება,  მთავარმა პროკურატურამ ჩემი საჩივრის მიუხედავად არ დაიწყო  ადვოკატის  უკანონო  დაკავების  ორგანიზატორის   მერაბ  წურწუმიას  მიმართ სისლის სამართლებრივი დევნა.  ადვოკატების დაბარება  სამართალდამცავ  ორგანოებში და მათი იძულება  ჩვენება მისცენ  კლიენტის  წინააღმდეგ,    აკრძალულია  საქართველოს  კანონმდებლობით   და  წარმოადგენს ეთიკის კოდექსის დარღვევას, რაც  სისტემატიურად  ხორციელდება.   საქართველოში  ყველა  ადვოკატი  დაუცველია  თუ  იცავს ხელისუფლებისთვის მიუღებელ  პიროვნებას  და  ცდილობს  მის გამართლებას.  მომავალში თუ  ასე გაგრძელდა  ადვოკატები  შიშის  ქვეშ  განახორციელებენ    საადვოკატო  პრაქტიკას. რასაც წინ უნდა აღუდგეს დემოკრატიული მსოფლიო“.

 ზაზა ხატიაშვილმა პოლონელ  ჟურნალისტებს  გადასცა  ევროპის ადვოკატთა  ასოციაციის   და სამართლის საბჭოს   პრეზიდენტის ალდო ბალგარელის  წერილები, რომელიც მან  საქართველოს  პრეზიდენტს,  პრემიერ–მინისტრს  და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა  და სთხოვა ადვოკატების დევნის შეწყვეტაში  დახმარება.

 ზაზა  ხატიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციას პრესკონფერენციის  ორგანიზებისთვის.  მან  აღნიშნა,  რომ  საფრანგეთის  ადვოკატთა ასოციაცია და გერმანიის ადვოკატთა ასოციაცია მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება საქართველოს   ადვოკატთა  ასოციაციის   თავმჯდომარეს  პრესკონფერენციის  ორგანიზებაში რათა  მთელი  მსოფლიოს  დემოკრატიული ინსტიტუტები   გაერთიანდნენ   საქართველოში   თავისუფალი  პროფესია–ადვოკატის გადარჩენისთვის.   ,,თუ  საქართველოს   ხელისუფლება არ  აღიარებს  დაშვებულ   შეცდომებს  ადვოკატებთან  მიმართებაში,  თუ  საქართველოში ადვოკატებთან მიმართებაში არ  შეიცვალა მდგომარეობა, ვაპირებ  დავიწყო  აქციები  ბრიუსელში  ევროპის პარლამენტის წინ და მოგიწოდებთ პოლონელ და  ევროპელ  ადვოკატებს  შემომიერთდეთ“–განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

,,სააკაშვილის ხელისუფლებას არ ესმოდა, რომ არ შეიძლებოდა ადვოკატების დევნა და დაამთავრა ძალიან ცუდად.  ვინაიდან  ბიძინა  ივანიშვილის  ხელისუფლებამ  აირჩია  იგივე გზა ადვოკატებთან  მიმართებაში,   თუ გონს არ  მოეგება დაამთავრებს   უფრო  ცუდად“ აღნიშნა  პრესკონფერენციის ბოლოს  ადვოკატთა  ასოციაციის   თავმჯდომარემ.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი